საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნატო–ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე.
მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის შეუფერხებლად და სწრაფ ტემპებში განხორციელების მიმდინარეობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში იხსნება წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტია.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.
ნატო–ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.