ლიეტუვაში „თბილისობა“ აღნიშნეს
15-10-2019, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

 

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ლევან ღვაჩლიანმა. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ვილნიუსს, შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. წელს, საქართველოს და ლიეტუვის დედაქალაქები პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავენ.



ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, წარმოდგენილი იქნა ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, ქართული ნობათი. ვილნიუსელებმა და დედაქალაქის სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და მიიღეს მონაწილეობა ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადებაში.


თბილისობაზე მოსული სტუმრებისათვის ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებმა.

 

 

ამასთანავე, გაიმართა ფოტოგამოფენის „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“ და ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნა „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი“ და გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაცია.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ლიეტუვაში მცხოვრები ქართული სტუდენტების და დიასპორის წარმომადგენლები.



საქართველოს საელჩო ლიეტუვაში ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მიზნით თბილისობას ვილნიუსში მეხუთე წელია მართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი