15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!
როგორც GUARDIAN.GE-ის ლიბერთი ბანკიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი, რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.
კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად!
კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი).
სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:
- 5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე
- ავიაბილეთებს
- საახალწლო ვახშამს
- 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს
იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF
ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი.
Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.
გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple Pay-ს: https://apple-pay.libertybank.ge/
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.