კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ნოდარ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი სოსო სოზაშვილი და ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების გამგებლები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა - რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს.
სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან, დაახლოებით 600-600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო - 135 ახმეტის მუნიციპალიტეტში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ სახლების სახურავები, რომელთა დაზიანება 50%-ზე მეტია, მთლიანად გამოიცვლება, ხოლო თუ დაზიანება 50%-ზე ნაკლებია შესაბამისი მასალით შეკეთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.