ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაული 22-ედ აღნიშნეს
15-10-2019, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ეშტიაში 22 წელია საზეიმოდ აღინიშნება გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაული.

 

 

სოფელ ჰეშტიაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, მერიის სამსახურების უფროსები და დედაქალაქიდან ჩასული სტუმრები. სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა ,,ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ჟორა სნხჩიანი.

 


პოეტის ქალიშვილმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის - ,,ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა დამსწრეებს უამბო პოეტ ვიქტორ ჰოვსეფიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელნაწერთა გამოცემის სამუშაოებზე, კერძოდ, ,,ნანე, ნანე, კრაკ ტურ “ საბავშვო კრებულზე.

 


ღონისძიების მონაწილენი იმყოფებოდნენ ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმში. ეშტიის ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, პოეტის უმცროსმა ქალიშვილმა, სკოლის დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა, ვიქტორ ჰოვსეფიანისადმი მიძღვნილი კუთხე წარმოადგინა. მოსწავლეებმა პოეტის საბავშვო ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. თავისი შეუდარებელი შესრულებებით წარსდგა ეშტიელი მომღერალი არმენ მკოიანი. რის შემდეგაც მოინახულეს პოეტის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 

 

ვიქტორ ჰოვსეფიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ეშტიის №1 საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.

 

 

ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი