შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი კონკრეტული სცენარი არ მუშავდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება არსებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.
„იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ვერ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, სესხის მოძიებას კაპიტალის შევსებას, ასეთ შემთხვევაში არსებობს ორი სცენარი - ერთი, რომ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების გადავადება მოხდება, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, მეორე სცენარია, როდესაც მთავრობას, სამთავრობო კომისიას უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში ეს არის ე.წ. წინასწარი შეწყვეტის მექანიზმი, რის შემდეგაც მთელი ქონება, აქტივები, უფლებები და ა.შ. გადმოეცემა სახელმწიფოს და სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა შემდგომი ღონისძიებები იქნება გასატარებელი“ , - აღნიშნა ჯავახაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას „თუ შეწყდება ხელშეკრულება, ეს ნიშნავს, რომ კონსორციუმი გადის თამაშიდან, ვინ აშენებს მაშინ პორტს, სახელმწიფო იპოვის ახალ ინვესტორს თუ სახელმწიფო თავად ააშენებს?“ ჯავახაძემ უპასუხა, რომ ჯერჯერობით ინვესტორთან ხელშეკრულება მოქმედებს და წინასწარი პროგნოზის გაკეთება მართებული არ იქნება. მანვე აღნიშნა, რომ მათი მხრიდან კონკრეტული სცენარი არ მუშავდება სწორედ იმიტომ, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ არსებობს.
„მე შემიძლია, თეორიულად დაგეთანხმოთ, ორივე თქვენ მიერ ნახსენები სცენარი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა ეს იქნება შემდგომი მსჯელობის და ცალკე გადაწყვეტილების საგანი, ჯერჯერობით ინვესტორთან ხელშეკრულება მოქმედებს, მთავრობასთან ამ კუთხით არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, აქედან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ იქნება მართებული სანამ სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი კონკრეტული სცენარი არ მუშავდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება არსებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებას“ , - განაცხადა დავით ჯავახაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.