მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა სოფელ ლაგვანთის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკაოს თემში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს,ასევე სოფლისათვის აქტუალურ პრობლემურ საკითხებს.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის პრიორიტეტული საკითეხები: თავშეყრის ადგილის მოწყობა,სოფლის შიდა გზების მოწესრიგება,საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები,რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მომავალი წლების ბიუჯეტში.
მერის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.