ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, სკვერი საზეიმოდ გაიხსნა
16-10-2019, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3 200 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რეაბილიტირებული სკვერის საზეიმო გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო. გარდა ამისა, განთავსდა საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ბევრი მწვანე სივრცის შექმნაა.

 

 

„აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და დღეს ნახეთ როგორი ლამაზი პროექტი გამოვიდა თავისი საფეხბურთო მოედნით, დასასვენებელი ადგილებით, ახალი გამწვანებით და ხე-ნარგავებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა რაიონში, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქნათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა სკვერში არსებული კედლები. კედლის მოხატვის ბოლო ეტაპის სამუშაოებში მონაწილეობა პროფესიონალ მხატვრებთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს.

 

 

სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებისთვის საპნის ბუშტების, აზოტისა და ცეცხლოვანი შოუ მოეწყო. ასევე, გაიმართა თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „არბამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 503 330 ლარი შეადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი