საქართველოს პრემიერ მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.