„მე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვამბობ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთმანეთის დევნის მოჯადოებული წრე დასრულდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია, რომ ეს ველური, ნახევრადდემოკრატიული ქვეყანა გადავაქციოთ პლურალისტურ დემოკრატიად და რა თქმა უნდა ხელს არ შევუწყობთ შურისძიებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.
ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“ პირდაპირი გზავნილი, მელიამ უპასუხა, რომ მან ბოკერიას და „ევროპული საქართველოს“ წევრებს ვერ გაუგო, თუმცა მათთან დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის.
„ვერაფერი გავუგე ბოკერიას, პირდაპირ გეუბნებით. ჩემი აზრით, ჩვენ არ ვართ დაპირისპირებაში არც ევროპულ საქართველოსთან, არც გიგა ბოკერიასთან, არც უგულავასთან, არც ბაქრაძესთან, მართლა არ მაინტერესებს და ფუჭი დროის კარგვაა ერთი და მეორე, აბსოლუტურად არაგონივრულია. რა? მოვიგეთ არჩევნები? პრობლემა არ არის? თავში ურტყამენ 24 საათის განმავლობაში ადამიანებს, უსამართლოდ დევნიან კრიმინალები, პროკურორები, რომლებიც კრიმინალებად არიან ქცეულები, მოსამართლეები, რომლებიც უბრალოდ წარმოდგენილი არიან მანტიამოცმულები, მაგრამ შიგნით „ქართული ოცნების“ მაისურები აცვიათ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.