ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი ვიზიტი საქართველოში. მინდა მადლიერებით აღვნიშნო ეს ფაქტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება. ასე, რომ ჩვენ გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასევე შევაფასეთ უელსის სამიტზე მიღებული არსებული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ის შეუფერხებლად და სწრაფ ტემპებში მიმდინარეობს. საუბარი შეეხო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს, რომელსაც ჩვენ რამდენიმე საათში გავხსნით. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიცკაციის ამაღლებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხო ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ მომზადებასა და ამ მიმართლებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებსაც. ასევე ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეეულ პროგრესს.
"მე ასევე გენერალურ მდივანს მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი, პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ. მინდა მადლიერებით აღვნიშნო გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მისი აღდგენის საკითხებში გამოთქმული მხარდაჭერა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს მის მიერ გამოხატული მაღალი შეფასებისთვის, რომელიც გააკეთა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი პროფესიონალიზმის შესახებ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.