წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში სოციალური საწარმო გაიხსნა - სასათბურე პირობებში ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურები მოჰყავთ
16-10-2019, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში სოციალური საწარმო "აგამა" გაიხსნა. საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს.

 

 

საწარმოში სასათბურე პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურები მოჰყავთ და მზა პროდუქციას მურაბებისა და კომპოტების სახით აწარმოებენ, პროექტი ფონდ "აფხაზინტერკონტმა" ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, წარმოებული პროდუქციის რეალიზება ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონზეა გათვლილი.

 


"მიხარია, რომ დღეს წყალტუბოში კიდევ ერთი ახალი სოციალური საწარმო გაიხსნა, ვფიქრობ, ასეთი ინოვაციური პროქტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მადლობა ორგანიზაცია "აფხაზინტერკონტს", ევროკავშირის წარმომადგენლებს წყალტუბოში, ახალი საწარმოს გახსნისა და ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების მომავალზე ზრუნვისთვის", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


სოციალური საწარმოს გახსნის ფაქტი დადებითად შეაფასა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა დომენიკა სკუბიდამ.

 


"ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა საწარმომ, მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებენ, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ვფიქრობ, ეს იქნება იმერეთის რეგიონისთვის კარგი სტარტი, რაც მთავარია, ევროკავშირის თანხები გამოყენებულია რაციონალურად და მორგებულია კონკრეტული ადამიანების საჭიროებებს", - განაცხადა დომენიკა სკუბიდამ.

 


სოციალურ საწარმოში დასაქმებული არიან ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პროექტის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადაამზადეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი