15 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა სოფლებში მიწის დარეგისტრირების საკითხს, თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, წყალმომარაგების და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, ასევე სოციალურ თემატიკას , რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
მერის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მიწების დარეგისტრირების საკითხი, რათა გამოირიცხოს მიწის ფართობების უკანონოდ დასაკუთრება.
ემზარ საბანაძემ კიდევ ერთხელ,ხაზგასმით აღნიშნა მერის წარმომადგენლების უდიდესი პასუხისმგებლობის და ვალდებულების შესახებ, რომლებიც მათ სამსახურეობრივად მოსახლეობის წინაშე აკისრიათ. გარდა იმისა რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ რეაგირებსა და მოგვარებზე, ისინი პასუხს აგებენ თითოეულ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯსა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მცირედ გადაცდომაზეც კი მერიის მხრიდან იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული, როგორც ეს რამოდენიმე წარმომადგენლის შემთხვევაში უკვე განხორციელდა და მათ დატოვეს სამუშაო ადგილები.
შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი, შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.