ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი რათა ნატოს წევრობის გზაზე წინ იმოძრაოს.
"თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად მარტივი გზა არ არის, მას ჭირდება დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე აღვნიშნავ საჭიროებას ამ პროგრესის გაგრძელების. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფომრების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.