მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული, ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს, მთლიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება, დააბრალო სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ, აი, ეს არის რეალობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის „პროგრეს ბანკში“ შემოსვლა მხოლოდ ერთი მოტივით, ბანკის გადარჩენისთვის იყო განპირობებული.
„რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ ერთი მოტივით -რომ ბანკი გადაერჩინა იმ თაღლითებისა და მოძალადეებისგან, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო - „ქართუ ბანკი“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით, კანონის წინააღმდეგ, სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ვემსახურებოდით კრედიტებით და გვახსოვს ჩვენ, რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით და ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა 22%-იანი წილი და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო, რომ ბანკი გადაერჩინა და ეს მართლაც ასე მოხდა. სხვა შეხება მას ბანკთან არ ჰქონია, არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია და მეორე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, მართლაც რაღაც გადარიცხვები განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.