ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ამბროლაურში მცხოვრები ოლეგ ტურძალაძის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცრუ არის და ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ არის გავრცელებული.
„მსურს გამოვეხმაურო, მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ოლეგ ტურძილაძის გარდაცვალების მიზეზის-რთველის პროცესებთან დაკავშირების შესახებ.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს!
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა პოლიტიკური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
ბატონ ოლეგს ვიცნობდი პირადად, ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთანაც, ჩვენთვის მიუღებელია აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება.
ჩვენი ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ბატონ ოლეგს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია, ყურძენს სასურველ ფასში აბარებდა და არც ანაზღაურების მხრივ არსებობს რაიმე შეფერხება.
მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, პატივი ვცეთ გარდაცვლილს და მის ოჯახს და თავი შევიკავოთ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან“ , - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.