ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ეს არის წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიონალიზმის დახვეწას შეეცდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრი არანაირად არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, ვფიქრობ, ის დაგვეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ვაგრძელებთ დიალოგს - გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული დიალოგი და ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ ეს პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა. ასე, რომ ეს არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცენტრი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.