თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, ნიკოლაძეების უბანში გზის ბეტონის საფარით მოწყობა დაიწყო.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლაშა ლანჩავასთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ესაუბრა.
ნიკოლაძეების უბანში 1,5 კმ-იანი გზა, რომელიც რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელია, არმირებული ბეტონის საფარითა და სანიაღვრე არხებით მოეწყობა.
„ამჟამად მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. უახლოეს დღეებში კი დაიწყება ბეტონის დასხმა. პროექტის ღირებულება 420 ათასი ლარია. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორი-85 “ შეასრულებს. მიმდინარე წელს მოეწყობა ბეტონის საფარი, მომავალი წლის დასაწყისში კი-სანიაღვრე არხები“,- აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.