საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი დონის სემინარს დაესწრო. „უსაფრთხოების განზომილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: თანამედროვე მიღწევები და მომავლის პერსპექტივები“ ლიეტუვის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიისა და აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
სემინარის პარალელურად, ევროკავშირის წევრებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ასოცირებული სამეულის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) დელეგაციებს შორის შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრებზე განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროკავშირსა და რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ცვლილებები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებსა და 2020 წლის მიზნებზეც ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ლელა ჩიქოვანი ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ვიტაუტას უმბრასასს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის და ლიეტუვის ინიცირებით ჩამოყალიბებული „ნდობის ფონდის“ მიერ საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.