16 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში „ათეამ“ ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებს უმასპინძლა.
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი ესწრებოდნენ.
კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გაიმართა, „ათეას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილთან, ასოციაციის ექსპერტებთან - ნინო ზურაბიშვილთან და კახა გურგენიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის -„ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) მიზნების, ამოცანების და კომპონენტების მიმოხილვის შემდეგ, გარდაბნის, მარნეულის, რუსთავის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ ადგილზე არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მიმოიხილეს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსი, საკონკურსო თემები, მისი შეფასების პროცესი და სხვა.
კონფერენციის დღის წესრიგის ძირითადი დრო 2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განხილვას დაეთმო, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს BPP-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. კერძოდ, აქცენტები გაკეთდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის საკონკურსო თემებზე, კონკურსის მიმდინარეობის ეტაპებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე.
შეხვედრაზე საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ვებ-პორტალის სატესტო ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა.
პროექტი - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.