მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" საზედამხედველო ჯგუფთან, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრსტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას უწევენ მონიტორინგს.
შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ღებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი, ისაუბრეს ბარი-მრავალძლის და ლაჩთა - შეუბნის გზის ასფალტირების შესახებ , ასევე დოკუმენტაციის წარმოების დროს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.