"300 000 ლარად ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა ძვირადღირებული ავტომანქანები შეიძინეს"
27-08-2015, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქ რუსთავის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ ავტომობილებზე – volkswagen phaeton (რუსთავის მერი) და toyota landcruiser 200 (ქვემო ქართლის გუბერნატორი) - ისაუბრა, რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 300 ათასამდე ლარს შეადგენს.


დეპუტატის განცხადებით, ამ შესყიდვით, პრემიერის დადგენილების მე–8 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულებისა, პირდაპირაა უგულვებელყოფილი.


„დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულია, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და მე–8 პუნქტში ვკითხულობთ – აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულებისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მანქანები სპეცდანიშნულების ტექნიკას არ წარმოადგენს, ესაა ფუფუნება, რომლის უფლებასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები აძლევენ თავს.


ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. ერთი ხელით ისინი ხელს აწერენ მსგავს დოკუმენტებს და გვეუბნებიან, რომ ქამრებს შემოიჭერენ, მეორე ხელით კი ზუსტად ქამრებს იჭერენ ასეთ ავტომობილებში. ხელისუფლების არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს და ალბათ რიგითი რუსთაველები, რომლებსაც კვირიდან კვირამდე თავის გატანა უჭირთ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.


აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმაც. მისი თქმით, სრულიად არაადეკვატურია გუბერნატორისა და ქალაქ რუსთავის მერის ქმედებები მაშინ, როცა რეგიონში არაფერი კეთდება და მოსახლეობაც უკიდურეს მდგომარეობაშია.


„იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი თავს უფლებას აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენოს. მან და რუსთავის მერმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ახალი ავტომობილების შეძენის დროა“, – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი