მესტიის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა და აღდგენა მიმდინარეობს
17-10-2019, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. არსებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

 

დაბა მესტიაში 15 შიდა გზის მშენებლობა მოხდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს. გზები ისეთ ქუჩებზე იგება, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის გზა არასდროს ყოფილა. შიდა გზების მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

ახალი გზის დაგება მიმდინარეობს სოფელ ბეჩოშიც. სოფელში არსებული ამორტიზებული გზა გადაადგილებისას პრობლემას ადგილობრივებთან ერთად უშბისკენ მიმავალ ტურისტებსაც უქმნიდა. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

 

ახალი გზა შენდება მულახის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. ის ცენტრალურ გზასთან სოფელ მაჯვდიერს დააკავშირებს. გზის ამ პერიმეტრზეც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობა გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

 

 

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჟაბეშის და სოფელ ჩვაბიანის ღელეს ნაპირსამაგრ სამუშაოებსაც გაეცნო. არსებული ღელე უხვი ნალექის დროს ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა. სამუშაოებისთვის ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

 

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი