თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილეს.
გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და უწყების შემდგომი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სხდომაზე განხილულ საკითხს. კომიტეტმა 11 ხმით მხარი დაუჭირა გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას.
გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.