საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საგრანტო პროგრამაზე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების ხედვებზე, ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით, ეხმარება საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის სისტემური რეფორმის განხორციელებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.