ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „გერმანული მოდელი“ უნდა განიხილებოდეს
17-10-2019, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტოზე: ალექსანდრ ვერშბოუ, REUTERS/David Mdzinarishvili 

 

ამერიკელი დიპლომატის კომენტარი რასმუსენის მიერ გახმოვანებული იდეის შესახებ

ინტერვიუს სრული ვერსია ჰრომადსკოეს საიტზე

 

საქართველოს ნატო-ში ”გერმანული მოდელის” მიხედვით გაწევრიანების იდეა  უნდა განიხილებოდეს და შეიძლება წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს,  – ასეთი მოსაზრება უკრაინულ ტელეკომპანია ჰრომასკოესთან საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გამოთქვა.

 

 

საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იდეა იმ პირობით, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე -5 მუხლი არ გავრცელდება თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, საჯაროდ მხარი სექტემბერში თბილისში ყოფნისას ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაუჭირა. ამ იდეამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

 

 

”ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება, რომელიც მსმენია არა მხოლოდ რასმუსენისგან, არამედ სხვა წყაროებისგანაც, უნდა განიხილებოდეს. რუსებს არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია საშუალებას მისცემთ მათ სამუდამოდ შეაფერხონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ”– თქვა ვერშბოუმ.

 

 

”შესაძლებლობა, რომ ალიანსმა მიიღოს საქართველო თავის რიგებში და დროებით არ გამოიყენოს მე -5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მისცემს უფრო მეტ დიდ გავლენას რუსეთთან მოლაპარაკებებში. გარკვეულ პირობებში, ეს შეიძლება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი, ”– აღნიშნა მან.

 

 

მისი თქმით, ასეთი სქემის გამოყენება უკრაინსითვისაც შეიძლება.

 

 

”მაგრამ ორივეგან (საქართველოსა და უკრაინაში) პრობლემა ისაა, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც საბოლოოდ უარის თქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ჩვენ რუსებს ერთგვარად ”ვაჯილდოებთ” ტერიტორიული აგრესიისთვის. საბოლოო ჯამში, ეს პირველ რიგში უნდა იყოს საქართველოს გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომში უნდა დაეთანხმოს ალიანსი,”– თქვა დიპლომატმა.

 

 

ამავე დროს, ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ნატო-ში საქართველოს წევრობა “არ არის აქტუალური”. ამიტომ,  საქართველომ და უკრაინამ უნდა შეასრულონ თავიანთი “საშინაო დავალებები” ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, გააგრძელონ წლიური ეროვნული პროგრამების იმპლემენტაცია, რომლებიც ფუნქციურად წევრობის სამოქმედო გეგმას შეესაბამება.

 

https://jam-news.net

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი