მე მინდა, კახა კალაძეს მივმართო - ეს არ არის პოლიტიკოსის ენა, არც კაცური ენაა, მისგან ეს შეურაცხყოფა მე არ მიმიღია, იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ვიღებ ასეთი ადამიანისგან ასეთ შეურაცხყოფას, - ასე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებას, სადაც კალაძემ აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძეზეს „არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია“.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ვისაც მსგავსი ლექსიკა გააჩნია, ყველა „ქართული ოცნების“ სახეა.
„ვისაც ეს ლექსიკა აქვს, ჩემთვის ის არის „ქართული ოცნების“ სახე, ეს ლექსიკა და ის, რაც ქვეყანაში ხდება, სწორი გამოხატულებაა. ქალაქის თავი, რომელიც იქნა არჩეული , კულტურაზე საუბრობს, ვიღაცებს აჯილდოებს და ამ ენით მიმართავს გაღიზიანებული. მე მინდა, მას გავახსენო როცა ჩვენზე დაიწყო შემოტევა, გამოვიდა და ბრძოლის სახით თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი, მე მინდა მივმართო მას, დიახ, მე ვეთანხმები, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი“ , - განაცხადა ხაზარაძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მისთვის უკვე დიდი ხანია წაგებული ძალაა.
„ნუ ღიზიანდებით, მიბრძანდით პროკურატურაში და ისე, როგორც ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, მიიტანეთ ის საბუთები, რომელიც თქვენს ბანკში იყო და მოსახლეობას, თქვენს ამომრჩეველს ჩააბარეთ არა ერთ ტრანზაქციაზე, არამედ ყველა იმ ტრანზაქციაზე ახსნა განმარტება, როგორ აკეთებდით და როგორ აკეთებდა ბანკი ოპერაციებს, თქვენ და ბიძინა ივანიშვილი, აი, მაშინ დავიჯერებთ (რა თქმა უნდა, ეს არის ფანტაზიის სფერო), რომ თქვენ ნორმალური ქვეყნისკენ გინდათ წასვლა, სხვა შემთხვევაში, თქვენ ხართ ჩემთვის, დიდიხანია, წაგებული ძალა, დიდი ხანია ხართ დამარცხებული პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებაში“, დიდი ხანია ხართ ძალა, რომელმა ც მიიყვანა ქვეყანა აფსოლუტურ კატასტროფამდე და ქუჩაში ასფალტის დაგებაზე მადლობას თუ ელოდებით, ეს ნიშნავს ბანკომატს რომ მოსთხოვო, საკუთარ ფულს რომ გიბრუნებს, თქვენ ჩვენს ფულს ხარჯავთ. მე არ გიპასუხებ, კახა, არავითარ შემთხვევაში შენ დონემდე არ დავალ, გულში ჩაიხედე და შენ თვითონ გააკეთე დასკვნა“ , -მიმართა თბილისის მერს მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.