ჩეჩნეთში მაღალჩინოსნების „წმენდა“ მიმდინარეობს - კადიროვისადმი არალოიალურობაში შემჩნეულებს უკანონოდ აკავებენ და აწამებენ
17-10-2019, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

REUTERS/Said Tsarnayev 

 

 

კადიროვისადმი არალოიალურობაში შემჩნეულებს უკანონოდ აკავებენ და აწამებენ

“ნოვაია გაზეტას” მასალების მიხედვით

 

 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩეჩნეთში რეპრესიები მიმდინარეობს – ამჯერად პრეზიდენტ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ. უკანონო საპატიმროებში, “საიდუმლო ციხეებსა” და სარდაფებში, რამდენიმე დღით, ან ზოგჯერ კვირეებით და თვეებითაც კი ხვდებიან არა მხოლოდ ჩეჩენი მაღალი თანამდებობის პირები, არამედ მათი ნათესავები, დაცვის თანამშრომლები და საახლობლო წრე.  

 

 

გამოცემის ცნობით, წამების გზით დაკავებულებისგან იღებენ ინფორმაციას მათი არალეგალური ბიზნესის შესახებ და თითქმის მთელ ქონებას ართმევენ.

 

 

კადიროვის “შიდა წრის” წმენდა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ არგუნის მერის იბრაგიმ თემირბაევის თანამდებობიდან გადაყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო. ამ ადამიანის მიმართ კადიროვს პირადი ანტიპათიას წლების განმავლობაში ჰქონდა.

 

არშემდგარი შეთქმულება

 

 

თემირბაევი ჩეჩნეთში დიდ ძალაუფლებას ფლობდა და საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. იგი უყოყმანოდ ასრულებდა ყველა ბრძანებას სადამსჯელო ღონიძიებების შესახებ, უშუალოდ მონაწილეობდა იმ პირების გატაცებაში, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი იყო ჩეჩენი მეამბოხეების მხარდაჭერაში. “ნოვაია გაზეტა” მის სახელს ლგბტ-თემის წევრთა მიმართ ძალადობასაც უკავშირებს.

 

 

თემირბაევის მიმართ მტრული გრძნობები რამზან კადიროვს 2006 წლიდან გაუჩნდა, როდესაც ჩეჩნეთში მოქმედი პრეზიდენტის ალუ ალხანოვსა და რამზან კადიროვის შორის ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, მაშინ იბრაგიმ თემირბაიევმა მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, რომელზეც ჩეჩნეთის მაშინდელმა გავლენიანმა ძალოვნებმა ალხანოვს დახმარება შესთავაზეს. ინფორმაცია ამ შეკრების შესახებ კადიროვის ყურამდე მივიდა.

 

 

ცუდად ისაუბრა კადიროვზე

 

 

დღეისთვის შიშმა მთელი ჩეჩნური ელიტა მოიცვა. ჩეჩენი მაღალჩინოსნები პოლიციის სარდაფში მიჰყავთ და წამებით აიძულებენ რამზან კადიროვისადმი არალოიალურობა აღიარონ.

 

 

სწორედ მმართველი ოჯახისადმი უპატივცემულობის გამოვლინება, რომელიც ამ ადამიანებმა პირად საუბრებში ან შეხვედრებზე გამოავლინეს, მათი და მათი ახლობლების დაპატიმრების მთავარი მიზეზი გახდა. ასევე იმათი, ვისზეც მათ ჩვენებება მისცეს.

 

 

თავად იბრაგიმ თემირბაევი არგუნის მერის თანამდებობიდან გადაყენებიდან სამი დღის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში დააკავეს.

ამ სამი დღის განმავლობაში იბრაგიმ თემირბაევი, სხვადასხვა ადამიანთან სატელეფონო საუბრებში ღია  ტექსტით და ძალიან არაპოლიტკორქტულად გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს რამზან კადიროვზე.

 

 

სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელთან, მათ შორის რესპუბლიკის ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან საუბრისას, თემირბაევი სასტიკად აკრიტიკებდა ადგილობრივ ხელისუფლებას და  ჩეჩნეთში ძალზე სახიფათო პოზიციას გამოთქვამდა: ”მე რუსეთისა და არა ამ წვერებიანების ერთგული ვრჩები”, ”მე ვემსახურები რუსეთს და არა ამ იდიოტებს”და ა. შ.

 

 

დღევანდელ ჩეჩნეთში კი პირველ რიგში ფიცს დებენ რამზანის და მხოლოდ შემდეგ მოსკოვის წინაშე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უპირისპირებენ ერთმანეთს მოსკოვს და კადიროვს. იბრაჰიმ თემირბაევმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა, რის გამოც ყველაფერი დაკარგა.

 

 

დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ამ საუბრების ფარული ჩანაწერები კადიროვამდე მივიდა, თემირბაევი, მისი ახლობლები და დაცვის თანამშრომლები დააკავეს, მისი პროტექციით დანიშნულები სამსახურებიდან გაათავისუფლეს, განხორციელდა ჩხრეკა თემირბაევის კუთვნილ უძრავი ქონების ობიექტებში, სადაც  დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს.

 

 

“პანდორას ყუთი”

 

 

კადიროვის გარემოცვის წევრები სიკვდილისგან ჯერჯერობით იმან იხსნა, რომ საჯარო პირები არიან.

 

 

თუმცა, ამ დრომდე, კადიროვი არასოდეს იყენებდა რუსეთის კანონს ყოფილი მოკავშირეების დასასჯელად. საქმე  მრავალი დღის განმავლობაში (ზოგჯერ მრავალი თვის განმავლობაში)  სარდაფში პატიმრობით, ცემით და დამცირებით, გაძარცვითა და ექსპროპრიაციით შემოიფარგლებოდა ხოლმე.

 

 

ამ დროისთვის მრავალი წყაროდან ცნობილი გახდა, რომ მინიმუმ ხუთი ჩეჩენი ძალოვანი მაღალჩინოსანია დაკავებული.

 

 

დაკავებები და ჩხრეკა მიმდინარეობს არა მხოლოდ „მოღალატეების“ სახლებში, არამედ მათ ნათესავებთან და თანასოფლელებთან. ასობით ადამიანი სამსახურს დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

 

 

ჩეჩნეთისთვის  მასობრივი რეპრესიები უცხო არ არის, თუმცა, ასეთი მაღალი სტატუსის პირების დაკავების პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.

 

 

https://jam-news.net/

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი