„ქართუ ფონდს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე - ის ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას ჭირდება დახმარება და სადაც კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია“ - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ინტერნეტიზაციის პროექტში „ქართუ ფონდის“ მონაწილეობას ეხებოდა.
„თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, „ქართუ ფონდმა“ სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამან გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან, რამაც, გარკვეულწილად, შეაფერხა პროექტის განვითარება. ახლა ვაკეთებთ ამ მოდელის განახლებას, რომელიც უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ბიზნესთან არ შევდიოდეთ კონკურენციაში“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როგორ და რა გზით განვითარდება პროექტი, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ძალიან საჭიროა. „ვფიქრობთ, რომ სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს და როდესაც იქნება უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი და მოდელი, მერე ვისაუბრებთ მისი დაფინანსების წყაროებზე“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.