გამოცდაზე როდესაც მივდიოდი, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და მართლაც კარგ ნიშანს ვიღებდი. ასე ვარ არჩევნებზეც. მგონია, რომ გაისადაც ღირსეულად წარვდგებით, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მომავალი წელი „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება.
„გამოცდაზე როდესაც მივდიოდი, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და მართლაც, კარგ ნიშანს ვიღებდი. ასე ვარ არჩევნებზე. მგონია, რომ გაისადაც ღირსეულად წარვდგებით ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ რვაწლიან საქმიანობას, რომელიც იყო სირთულეებით სავსე. მით უმეტეს, ოკუპაციის, ეკონომიკური პრობლემების ფონზე. დავგეგმავთ, რას გავაკეთებთ ერთად მომავალში. ვფიქრობ, მომავალი წელი „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.