17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა. თარიღთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკს, თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობისა და ვეტერანთათვის აქტუალური სხვადასხვა საკითხი.
გიორგი ლილუაშვილმა თერჯოლელი ვეტერანების სახელით მადლობა გადაუხადა მერს მათ მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და ყურადღებისათვის.
„ვეტერანთა დღეს ვულოცავ თითოეულ ვეტერანს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მრავალი საბრძოლო მოქმედების მონაწილე თერჯოლელ ვეტერანებს სამშობლოსათვის გაწეული თავდადებისათვის. ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე. ვეტერანები არიან ადამიანები, რომელთა განვლილი გზა სამაგალითოა ყოველი ჩვენგანისათვის. მათ გმირობაზე თაობები უნდა აღიზარდოს“-განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.
საქართველოში ვეტერანთა დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანების დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.