თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ერთი ხიდის მოწყობა უკვე დასრულდა, მეორე ხიდის რეაბილიტაცია კი ამჟამად მიმდინარეობს.
„სოფელში წლების მანძილზე მწვავედ იდგა ხიდების პრობლემა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც სარგებლობდა დაზიანებული გადასასვლელით, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ. დღეისათვის კი ეს პრობლემა მოგვარებულია. სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 45 600 ლარით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „საგომ“ ერთი ხიდის მოწყობა უკვე დაასრულა, მეორე ხიდის სამუშაოები კი ამჟამად მიმდინარეობს იგივე კომპანიის მიერ და მასზე 37 000 ლარი დაიხარჯება",- განაცხადა ბონდო სოფრომაძემ, როგორც ამას თერჯოლის მერიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.