დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიუსელთან „ბრექსიტის“ „ახალ, ჩინებულ შეთანხმებას“ მიაღწიეს
17-10-2019, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მომლაპარაკებელ გუნდებს შორის ბრიუსელში, ევროპის ლიდერების შეხვედრამდე, „ბრექსიტის“ შეთანხმებას მიაღწიეს, იტყობინება BBC.

 


პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „თვითერზე“ დაწერა: „ჩვენ ხელთ გვაქვს ახალი, ჩინებული შეთანხმება“.

 

 

ორივე მხარე შეთანხმების ფორმალურ ტექსტზე მუშაობს, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმის საჭიროება, რომ საბოლოოდ გაფორმებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირონ როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე ევროპის პარლამენტებმა.

 


ჩრდილოეთ ირლანდიის „დემოკრატიული უნიონისტების პარტიას“ დოკუმენტის ხელმოწერაზე ეჭვები აქვს გამოხატული. პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ დაუჭერენ მხარს მას და პრემიერ მინისტრ ჯონსონის განცხადების შემდეგაც ძველ პოზიციაზე რჩებიან. მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ეს „სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმებაა“.

 


მანაც და ბორის ჯონსონმაც დაჟინებით მოუწოდეს თავიანთ პარლამენტებს მხარი დაუჭირონ შეთანხმებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი