თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან.
კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნის მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება.
აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცია კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთხვევაში, თუკი მზგავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება.
Bene Exclusive-მა გადაამზადა მძღოლები, რომლებიც მგზავრების გადაყვანას უსაფრთხოდ და კომოფრტულ გარემოში უზრუნველყოფენ. წლის ბოლომდე განახლდება ასევე კომპანიის ავტოპარკი.
ინფორმაციას თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.