საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.
ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.
ცენტრის, ისევე როგორც პაკეტის სხვა ინიციატივის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდა. სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს. პროექტის განხორციელებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, დანიის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.