[ვიდეო] გიორგი მარგველაშვილი: „მე 2014 წლიდან ვერ ვხედავ „ოცნებას“... ის, რაც ვიყავით და ვინც ვიყავით, აღარ არის“
17-10-2019, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „2014 წლიდან ვერ ხედავს ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, რომ უნდა გაიაფებულიყო ცხოვრება, სახელმწიფო გამხდარიყო უფრო ევროპული და დემოკრატიული, სინამდვილეში არ მოხდა.

 


„ტვ პირველის“ ეთერში მარგველაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილმა მისი ხასიათი თავიდანვე იცოდა.

 

 

 


„მე ოცნებას 2014 წლის მერეც ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ იმას, რაც ჩვენ ვიყავით. რაც პრეზიდენტი გავხდი და ბოლომდე დეტალებში ჩავიხედე და რა პროცესებიც დაიწყო 2014 წლიდან. მე 2014 წლიდან ვერ ვხედავ „ოცნებას“. ის რაც ვიყავით და ვინც ვიყავით, აღარ არის და... არა მგონია, რომ [ჩემი] სხვა ხასიათი მან [ივანიშვილმა] მერე აღმოაჩინა, იმიტომ რომ საჯარო განცხადებებში, პიროვნულს არ ვყვები, საჯარო განცხადებებში ყოველთვის ამაზე იყო აქცენტი, რომ მარგველაშვილი არის ის ადამიანი, ვინც მეკამათება და ა.შ. ეს იყო ჩემი პიარის ნაწილი, რასაც ამბობდა ივანიშვილი ჩემზე. ასე რომ, იცოდა ჩემი ხასიათი, მაგრამ მეც ივანიშვილზე არ ვსაუბრობ და მის ხასიათზე. მე ვსაუბრობ პოლიტიკურ ძალაზე. პოლიტიკური ძალის ღირებულებები რომ იყო, რომ უნდა ჩვენ გაგვეიაფებინა ცხოვრება, სახელმწიფო გამხდარიყო უფრო ევროპული და დემოკრატიული, ამას მე ვერ ვხედავ“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი