გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება
18-10-2019, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთზე 5000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადად გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

 

„ჩვენ ახლა გლდანის რაიონში, მე-6 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც გზის დაგების, კონკრეტულად კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, გლდანის რაიონში, ორ ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდეს. წყლისა და წყალარინების ქსელი აქ სრულად განახლებულია და მხოლოდ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პროექტი გარკვეული პრობლემების გამო გაიწელა, თუმცა დღეს, აქ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. კონტრაქტორი კომპანია კეთილსინდისიერად ახორციელებს სამუშაოებს“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა. გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 15 000 კვ. მ. ასფალტის ქვედა ფენა.

 

 

გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

 

 

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

 


დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები - გულია გოცირიძე და ირაკლი ზარქუა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი