შალვა თადუმაძე: შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ - ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“
18-10-2019, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ - ასე მიმართა პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

 


მან საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ წევრებს წარმატებები უსურვა.

 


"მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა და წამატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები. ძალიან მიხარია, რომ მსურველები არიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ ახალი კანონმდებლობის რეგულაციის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს, როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეულ პროკურორს მიეცეს სამართლიანი კარირეული წინსვლის შესაძლებლობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში კარიერული პროკურორის ჩამოყალიბებას, როგორც ასეთის და აბსოლუტურად პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხით საქართველოს პროკურატურის მართვას. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას როგორც ინდივიდუალურ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევების წინაში დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა"- ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს. შეგიძლიათ, დღეს მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი