თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება დაიწყო
18-10-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ცენტრის კეთილმოწყობის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება დაიწყო, ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო.

 


მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

 


სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საგო“ შეასრულებს და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 140 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 


მიმდინარე წელს ძევრის ცენტრის კეთილმოწყობისათვის 517 237 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი, მოეწყო 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელობის სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიური, ტროტუარი,შეიცვალა წყლის მილები, ასევე მოხდა ცენტრში მდებარე უსახური შენობის დემონტაჟი.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი