ერევანში, საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს
18-10-2019, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერევანში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

 

 

მიხეილ ბატიაშვილმა არაიკ არუთიუნიანს ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო დროს გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო, რომლებიც სკოლებში ახალი პედაგოგების შესვლას, პედაგოგთა ხელფასების გაზრდასა და სისტემიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების ღირსეულ გასვლას უკავშირდება. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა უმაღლესი განათლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც, რაც ქართულ განათლების სისტემას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი