გიორგი მარგველაშვილი: იმაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება ჰქონდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი და თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს
27-08-2015, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ სასწავლო ცენტრს "კრწანისში" განაცხადა.


ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს დღე, საკუთარი სისხლისა და ოფლის ფასად სწორედ მათ მოიტანეს.


"მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გენერალურ მდივანს და მთელს დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ უელსიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პაკეტი წამოიღო, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, იმიტომ რომ თქვენი სისხლის და თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ჩვენი ქვეყნის ის მომავალი ჯარისკაცებიც, რომლებიც ჩვენს ოჯახებში იზრდებიან. დღეს ჩვენც ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით – ჩვენი, როგორც თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს არა მარტო ჩვენს მიწა-წყალზე, არამედ გლობალური მასშტაბით.


ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთი მიზნისთვის, დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებულნი.


დიდი სიამაყით ვდგევართ დღეს აქ, იმიტომ რომ იმაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება ჰქონდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი და თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი