კახა კალაძემ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
18-10-2019, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანის დასახლებაში, პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

 


მისი თქმით, ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში მცხოვრები ოჯახები მათ დაკანონებას ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ.

 


„თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ, მოქალაქეებისთვის იმ ფართების დაკანონება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ისინი ამ ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეს 23 ოჯახს გადავეცით საკუთრების მოწმობები და გვინდა, რომ თვითონ საცხოვრებელი კორპუსიც მოვაწესრიგოთ. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შექმნან ამხანაგობა და ბევრი პროექტი განახორციელონ. პროექტი გრძელდება, რადგან კიდევ არიან ოჯახები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მხრიდან ანალოგიური მიდგომა სჭირდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


23 ოჯახი აღნიშნულ მისამართზე 2011 წლიდან ცხოვრობს. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

 


2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 650-მდე ოჯახს დაუკანონდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი