ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, სოფლის გაზიფიცირება, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის და ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოფელში, ასევე დაგეგმილი შიდა სასოფლო გზების მოასფალტება, წყლის სისტემის და მდინარე ჭანისწყალზე ხიდის მშენებლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.