გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პოლიციელების როლს მოქალაქეების სოციალურ ცხოვრებაში.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი მსხვილი სოციალური ჯგუფების განვითარება, მათი ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის პირობები, როგორიც არის პედაგოგიკა, მედიცინა და სამართალდამცავი სისტემა. ამას მარტივი ახსნა აქვს. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ზრუნავს ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ვალდებულებები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრის თქმით, სახელმწიფოს სოციალურ ნაწილში აქვს საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები და წინგადადგმული ნაბიჯები, როგორც პედაგოგების, ასევე ექიმების ნაწილში.
„იყო პატარა ჩამორჩენები, თუმცა ჩემზე უკეთესად იცით, სახელმწიფომ სამედიცინო სფეროში რამხელა რესურსები და ძალისხმევა მიმართა. აქ ვართ იმისთვის, რომ პირველ რიგში პროფესიულ ნაწილზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ღიად, მწვავედ და კრიტიკულად. ეს შეხვედრები, დისკუსიები იქნება პედაგოგებთან, ექიმებთან, სამართალდამცავ სისტემასთან და შემდეგ უკვე მივხედავთ ჩვენ ბიუროკრატიას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.