ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს განაგრძობენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ცოტნე ზურაბიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, პარლამენტის წევრები - დიმიტრი მხეიძე, გენადი მარგველაშვილი წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფლების - გეგუთის, პატრიკეთისა და ტყაჩირის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.
ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაციები მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, გარე განათების ქსელის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებში ჯგუფების დამატება, ელექტროსადენებისა და ელექტრობოძების რეაბილიტაცია, სარწყავი არხების მოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.