ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის „დიდი შვიდეულის“ სამიტის თავის ფლორიდის გოლფის დასასვენებელ ცენტრში მასპინძლობის იდეაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მისმა აღნიშნულმა წინადადებამ აშშ–ის კონგრესში წარმოდგენილ ორივე პარტიაში – „დემოკრატებშიც“ და რესპუბლიკელებშიც“ – ცხარე კრიტიკა გამოიწვია.
„თვითერზე“ გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებაში ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ამ იდეისგან „დემოკრატების“ და მედიის „სულელური და არარაციონალური მტრობის“ გამო იხევდა უკან.
კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ტრამპის გეგმა იმის სამხილს წარმოადგენდა, რომ იგი თანამდებობის პირადი მიზნისთვის გამოყენებას აპირებდა, რაც თეთრმა სახლმა უარყო.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტს „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენცია გაუმასპინძლდება.
ტრამპის გადაწყვეტილება, „დიდი შვიდეულის“ სამიტის გამართვისთვის „Trump National Doral Miami“ გამოყენებულიყო, კონგრესის წევრების, მათ შორის პრეზიდენტის ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ მოკავშირის მიერ იქნა დაგმობილი.
„თვითერზე“ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ განცხადებაში ტრამპი წერდა, რომ მისი დასასვენებელი ცენტრი „დიდი და გრანდიოზულია“, რომელსაც „საოცარი საბანკეტო დარბაზები და შეხვედრების ოთახები“ აქვს.
„ვფიქრობდი, რომ რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებდი ქვეყნისთვის Trump National Doral“–ის გამოყენებით, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, მტრული მედია და მათი „დემოკრატი“ პარტნიორები გაგიჟდნენ“, განაცხადა ტრამპმა.
როდესაც თეთრი სახლის ადმინსიტრაციის უფროსისი მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მულვენიმ თავდაპირველად მაიამის ლოკაციის შესახებ განაცხადა, აღნიშნა, რომ დასასვენებელი ცენტრი ხელმისაწვდომი იქნებოდა „ფასების მხრივ“ და მილიონობით დოლარის დაზოგვას მოემსახურებოდა, მაგრამ კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ამით ტრამპი პირად სარგებელს მიიღებდა.
დასასვენებელი ცენტრი 800 აკრ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სასტუმროს 700 ნომერია ხელმისაწვდომი. იქვეა სპა, საკონფერენციო ოთახები და მაღაზიები.
გოლფის ცენტრი მაიამის აეროპორტიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს და ეს ქონება ტრამპმა 2012 წელს შეიძინა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, „დორალს“ რამდენიმე საბანკეტო დარბაზი აქვს, რომელთაგან ერთ–ერთს პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკას სახელი აქვს მინიჭებული.

(2015 წელი, ტრამპი თავის გოლფის ცენტრში მის მსოფლიოს კანდიდატების შერჩევისას)
თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე უარყო, რომ სამიტის მასპინძლობა აშშ–ის კონსტიტუციის იმ მუხლის დარღვევას წარმოადგენდა, რომელიც კონგრესის თანხმობის გარეშე ნებისმიერი „მოგების, სარგებლის და უპირატესობის მიღებას“ კრძალავს უცხო მთავრობებისაგან. მაგრამ ტრამპს კრიტიკოსებმა ბრალი დასდეს იმაში, რომ იგი „თანამდებობაზე ყოფნას მისი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი გოლფის ბიზნესის დახმარების მიზნით იყენებდა“.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელშიც კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, პლუს ევროკავშირი იღებს მონაწილეობას, მომავალ წელს 10–12 ივნისს უნდა გაიმართოს.
სამიტს, 2012 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ უმასპინძლა მერილენდში, „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, რომელიც ვაშინგტონიდან დაახლოებით 60 მილის მოშორებით მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.