ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კაზინო "აჭარა-ბეთთან" აქცია-პერფორმანსი გამართა და აზარტული თამაშების წინააღმდეგ ფართო-მასშტაბიანი კამპანიის წარმოება დააანონსა. ქვეყანაში განსაკუთრებულად მომრავლებული სუიციდების რაოდენობის გამო, რომელთა დიდი ნაწილიც აზარტულ თამაშებთან არის კავშირში, ახალგაზრდა ლეიბორისტებმა კაზინოსთან სიმბოლურად სახრჩობელა მიიტანეს.
როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, აზარტულ თამაშებში ჩართულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები, რასაც ხელს უწყობს აღნიშნული სექტორის აბსოლუტური უკონტროლობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ-არსებობა. კამპანიის ფარგლებში მათი მიზანი იქნება აზარტული თამაშების რეკლამირებისა და პროპაგანდის აკრძალვა, არასრულწლოვანთა ჩართულობის პრევენცია და კაზინოების დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.