19 ოქტომბერს, გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში ტრადიციულად გაიმართა გამოჩენილი გუდამაყრელი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული.
ღონისძიების ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა ახლადაშენებული მუზეუმი, სადაც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ბიბლიოთეკა და საგამოფენო დარბაზი განთავსდა.
"ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას და მოღვაწეობას კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს, ამასთან გამოაცოცხლებს მწერლის მშობლიურ სოფელს და ახალ სიცოცხლეს შეიტანს მთლიან გუდამაყრის ხეობაში", აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.
მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყო გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა ანსამბლებმა. მწერლის და რეჟისორის ცხოვრების შესახებ, ღონიძიების წამყვან გოდერძი შარაშიასთან ერთად ისაუბრეს ქართველმა მწერლებმა, პოეტებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა. ჩატარდა დოღი ახალგაზრდების მონაწილეობით და ტრადიციული სამზარეულოს ნიმუშების ჩვენება-დეგუსტაცია.
სიმბოლურად ამ დღეს, გუდამაყრის ხეობაში, ფართოზოლოვანი ინტერნეტი ჩაირთო, რომლის პროექტის მიზანიც მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაა.
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან, სტუმრებთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახლმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.