დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ღრმავდება. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეს არის ძალზე ძლიერი და საიმედო წვლილის შემტანი ჩვენი უსაფრთხოებისა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში", - განაცხადა სტოლტენბერგმა და ქართველ ხალხს ერთგულებისა და გაწეული მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
"საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონში, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს ერთგულებას, რომ იყოთ ევროატლანტიკური თანამეგობრობის ოჯახის წევრი, რომელსაც ზიარი ღირებულებები აქვს. ყველა ეს რეფორმა და ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეხმარება საქართველოს, რათა საკუთარი თავი ნატო-ს წევრობისათვის მოამზადოს. ნატო ამ თვალსაზრისით ეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.