ჩვენი ისტორიული მტრები - რუსეთი, თურქეთი, ირანი, მოკავშირეები ხდებიან, რომელთათვის მიუღებელია დასავლეთის აქ შემოსვლა, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიაში და მათთვის არის მიუღებელი სწორედ ანაკლიის აშენება, მათთვის არის მიუღებელი, რომ შემოვიდეს ანაკლიაში ამერიკული წყალქვეშა ნავი და დადგეს 200 კილომეტრში სოჭიდან, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ისვენებს, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, საქართველომ მოვლენებს გეოპოლიტიკურად შეხედოს და რუსეთის სახელმწიფოზე სანქციები მოითხოვოს.
„აი, მთელი ისტორია, ჩვენ გეოპოლიტიკურად უნდა შევხედოთ მოვლენებს, რაც აქ ხდება, გეოპოლიტიკიდან მოდის ყველაფერი და თუ გეოპოლიტიკური პასუხი არ მივეცით და გეოპოლიტიკური პრობლემები არ შევუქმენით პუტინს, თუ არ მოვითხოვეთ სანქციები რუსეთის სახელმწიფოზე, თუ ყოველდღე არ ირბინეს გაეროში, უშიშროების საბჭოში, ეუთოში, ნატოში, მოსმენებზე, თუ არ ჩავაყენეთ საქმის კურსში „ბი-ბი-სი“, „ფოქსნიუსი“, როდესაც რუსი ოკუპანტი ღობავს ქართულ მიწას და პირდაპირ ჩართვაში მსოფლიოს არ ვაჩვენეთ ამათი ნამდვილი სახე, თუ არ გამოაცხადეს სოხუმი საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად, თუ არ გამოაცხადეს ცხინვალი საქართველოს საპარლამენტო ქალაქად, თუ არ შემოვაყვანინეთ ამერიკელებს სამხედრო ბაზა, ჩვენ წაშლილი და განადგურებული ვართ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.